საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიმდინარე სემესტრში ვალდებულნი არიან პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით შეამოწმონ საკუთარი საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომები პლაგიატზე.
Turnitin-ის პროგრამით ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ატვირთვის თარიღები 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის:
საბაკალავრო ნაშრომები - 2023 წლის 31 იანვარი, 23.59 სთ.-მდე
სამაგისტრო ნაშრომები - 2023 წლის 12 თებერვალი, 23.59 სთ.-მდე
სადოქტორო ნაშრომები - 2023 წლის 20 თებერვალი, 23.59 სთ.-მდე